რეზონანსი
03.11.2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინულმა ჯარმა იმაზე ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 10-წლიანი ომის დროს დაკარგა.

„სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის დამცველებმა ჩამოაგდეს იმაზე ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 10-წლიანი ომის დროს დაკარგა. 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში და 118 საბჭოთა თვითმფრინავი ავღანეთში. ეს ომი რუსეთის ფედერაციისთვის ისეთივე სირცხვილია და მათ განადგურებას გამოიწვევს", - წერს ზალუჟნი Facebook-ზე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×