რეზონანსი
03.11.2022

ოთხშაბათს შვეიცარიის მთავრობა დათანხმდა უკრაინას გამოეყოს 106 მილიონი დოლარის დახმარება. მთავრობამ განაცხადა, რომ ის განსაკუთრებით დაეხმარება სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიმართულებას და უკრაინის დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ზამთრის მოახლოების ფონზე.

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მიიღო სამოქმედო გეგმა უკრაინის ხალხზე მომავალი ზამთრის გავლენის შესამცირებლად".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი - მოსახლეობის დაახლოებით 40% - უკვე დამოკიდებულია დახმარებაზე მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

"ზამთრის დადგომასთან ერთად ეს რიცხვი 24 მილიონამდე გაიზრდება. [...] უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით მესამედი დაზიანდა", - წერია განცხადებაში.

შვეიცარიის პრეზიდენტმა, იგნაზიო კასისმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში კიევში შეხვედრისას განიხილეს, თუ როგორ უნდა გაუწიონ დახმარება ომის შედეგად დაზარალებულებს ზამთრის მოახლოებასთან ერთად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×