რეზონანსი
03.11.2022

ბელარუსი ოპოზიციონერი სცეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსის არმიაში ანტიუკრაინული განწყობები არ არის, ამიტომ უკრაინაზე თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა.

ამის შესახებ სვეტლანა ციხანოვსკაიამ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„უკვე მაშინ (თებერვალში) გასაგები იყო, რომ ბელარუსის არმიაში არ არის ანტიუკრაინული განწყობები. ბელარუსი სამხედროები არ არიან მოტივირებული, იომონ უკრაინელების წინააღმდეგ. მეტიც, მათ შესანიშნავად ესმით, რომ ისინი არ არიან გამოცდილები სამხედრო მოქმედებებში და მათ გამოიყენებენ საზარბაზნე ხორცად. ლუკაშენკომაც გააცნობიერა არმიაში არსებული ასეთი განწყობები. ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი განკარგულება შეიძლება, გაიცეს, თუმცა ზეწოლის ქვეშ, რა თქმა უნდა, ლუკაშენკოს შეუძლია, ეს გააკეთოს", - განაცხადა ციხანოვსკაიამ.

ბელარუსული ოპოზიციის ლიდერის აზრით, ასეთი განკარგულების გაცემის შემთხვევაშიც, ბელარუსები არ იომებენ, არამედ ტყვედ ჩაბარდებიან ან გაიქცევიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×