რეზონანსი
03.11.2022

კომპანია "მაიკროსოფტი" აფართოებს უკრაინის მხარდაჭერას 2023 წლის ბოლომდე და უზრუნველყოფს 100 მილიონი დოლარის ტექნოლოგიურ დახმარებას. ამის შესახებ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრთან მიხაილ ფედოროვთან შეხვედრისას განაცხადა.

ტექნიკური დახმარების წყალობით, უკრაინის სამთავრობო უწყებები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სხვა სექტორები გააგრძელებენ ციფრული ინფრასტრუქტურის უფასოდ გამოყენებას.

"კომპანია ასევე დაეხმარება უკრაინის ციფრული სექტორების კურირებასა და განხორციელებაში, როგორიცაა კიბერი, სამართალწარმოება, საბაჟო, მედიცინა და განათლება", - ნათქვამია შეტყობინებაში.

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან "მაიკროსოფტმა" 400 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად.

კომპანია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მარტის დასაწყისში შეაჩერა პროდუქციისა და მომსახურების ყველა ახალი გაყიდვა რუსეთში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×