რეზონანსი
06.11.2022

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინელები მზად უნდა იყვნენ სხვადასხვა სცენარისთვის, თუმცა უნდა ელოდონ, რომ უარესი არ მოხდება.

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა სცენარისთვის, თუმცა ველით, რომ უარესი არ მოხდება. ამიტომ, დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს. კიევი ცხოვრობს და მუშაობს. ყოველი ჩვენგანის გამძლეობა და ნება არის ის, რომ მტერმა ვერ შეძლო ჩვენი განადგურება და ვერც შეძლებს," - თქვა კიევის მერმა.

კლიჩკო ამბობს, რომ ომის პირობებში აუცილებელია გეგმების ქონა მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში. მისი თქმით, უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ მძიმე პირობებში დედაქალაქის სიცოცხლე უზრუნველყონ.

"მტერი ცბიერი და ცინიკურია. რუსეთი სჩადის გენოციდს - კერძოდ, უკრაინის ენერგეტიკის სექტორში კოლაფსის გამოწვევის მცდელობით," - განაცხადა კლიჩკომ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×