რეზონანსი
06.11.2022

ევროკომისიის პრესსამსახურის ცნობით, მომავალ კვირას ევროკომისია უკრაინას 18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პროგრამას წარუდგენს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, მომავალ კვირას კი ლაიენი პრეზიდენტს 2023 წლის ფინანსური დახმარების გეგმას გააცნობს.

დახმარების პროგრამა ითვალისწინებს უკრაინის ბიუჯეტის დაფინანსებას თვეში 1,5 მილიარდ ევრომდე, რაც ჯამში 18 მილიარდ ევრომდეა. ორივე ლიდერმა აღიარა სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების პროგნოზირებადი და რეგულარული დაფინანსების უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

ევროკომისიის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ შეღავათიანი გრძელვადიანი პროცენტით დაფარული სესხების სახით მხარდაჭერა ასევე ხელს შეუწყობს უკრაინის რეფორმებსა და მის გზას ევროკავშირის წევრობისკენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი აგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, განსაკუთრებით ზამთარში. ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მსოფლიოში ექსპორტის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×