რეზონანსი
09.11.2022

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს და მის მეუღლეს კვერცხები დაუშინეს. ინციდენტი ქალაქ იორკში იმ დროს მოხდა, როდესაც მეფე და მისი მეუღლე შეკრებილ ხალხს ესალმებოდნენ.

ბრიტანულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ასახულია, რომ მეფესა და მის თანმხლებ პირებს რამდენიმე კვერცხი ესროლეს. პოლიციამ დამნაშავე ადგილზე დააკავა.

თვითმხილველების თქმით, დამნაშავე კვერცხების სროლის დროს ყვიროდა, რომ დიდი ბრიტანეთი მონების სისხლზე აშენდა და რომ მონარქია უნდა გაუქმდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×