რეზონანსი
09.11.2022

სოციალური ქსელის ჯგუფში, ”სანზონა”  ინტერნეტ მომხარებლები ჯგუფის წევრებს მიმართავენ და აფრთხილებენ, რომ უბანში უცნობი მამაკაცი მოსახლეობას აფრთხობს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უცნობი მამაკაცი სხვადასხვა ბინაში მოტყუებით შეღწევას ცდილობს. ინტერნეტ მომხარებელი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ბავშვები მარტო სახლში არ დატოვონ.

“ხალხო გთხოვთ კარები არავის გაუღოთ. ეხლახანს ისეთი შიში ვჭამე აი არ ვიცი. ვიღაცამ კარები ჩამომიღო, ხან ქეთის ქმარი ხო იყო აქ და ეხლა მე გამომიშვაო, ხან ქეთის ან ანის და  ხო არ ხარო. პატრულით რომ დავემუქრე - 1 ჭიქა წყალი დამალევინეო, გთხოვ გამიღე კარებიო. სავარაუდოდ, აქამდეც მყარაულობდა და შემჩნეული ვყავდი 2 ბავშვით, რადგან ამხელა ბინაში მე მომადგა. ეხლაც ცუდად ვარ, აკანკალებული ვწერ ამ პოსტს. პატრულიც იყო და ჰყავთ სავარაუდო ეჭვმიტანილი. ეს ბიჭი შავთმიანი იყო, წვერი დაბალზე ჰქონდა, ძალიან შავად. თეთრი ჯინსის კურტკა ეცვა, 25 წლამდე საშუალო სიმაღლის. გთხოვთ შვილები მარტო არ დატოვოთ”, - წერია გავრცელებულ მიმართვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×