რეზონანსი
09.11.2022

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში გულუას ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოები 10 ნოემბერს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელება.

მათი ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 10 ნოემბერს, საღამოს 22:00 საათიდან 11 ნოემბირს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში - სანაპიროს, საქანელას, აბჟანდაძის, ორბელიანის, ათონელის, ვეკუას და ფურცელაძის ქუჩებს.

კრწანისის რაიონში - ბარათაშვილის ქუჩის ნაწილს, გორგასლის ქუჩის ნაწილს, დიდი ხეივნის, I, II და III ხეივნის ქუჩებს, მტკვრის, სულხანიშვილის, გოგჩის, წითლანაძის, გულუას, გულიას, კრწანისის ქუჩას, ერეკლე II-ს მოედნის N3, კოტე აფხაზის ქუჩის ნაწილს, ვერცხლის, შარდენის, ბამბის რიგის, რკინის რიგის, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, კარლო ჩხეიძის, იეთიმ გურჯის, ანტონ კათალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, შოთა ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის, დიუმას ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×