რეზონანსი
09.11.2022

რუსეთის შეიარაღებული ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონს ტოვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის მინისტრზე სერგეი შოიგუზე და რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელზე უკრაინაში სერგეი სუროვიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

“შექმნილი ვითარების ყოველი მხრივ შესაფების შემდეგ, შეთავაზებულია თავდაცვის მდინარე დმეპრის მარცხენა სანაპიროზე დაკავება. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამავდროულად ჩვენ, რაც მთავარია, შევინარჩუნებთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და, მთლიანობაში, ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას, რომლის მარჯვენა სანაპიროზე შეზღუდულ სივრცეში შენახვა უპერსპექტივოა. ამავდროულად, გათავისუფლდება ძალებისა და რესურსების ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნება აქტიური მოქმედებებისთვის, მათ შორის თავდასხმითი ხასიათის, ოპერაციის სხვა მიმართულებებზე”, - განაცხადა სუროვიკინმა.

მან დააკონკრეტა, რომ “ჯარების მანევრირება უახლოეს დროში განხორციელდება, ქვედანაყოფები და ნაწილები საინჟინროდ მომზადებულ თავდაცვას დაიკავებენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე”.

“რია ნოვოსტის” ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სუროვიკინის ხერსონისა და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატოვების შესახებ შეთავაზებას დათანხმდა.

ხერსონი რუსულმა ძალებმა თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×