რეზონანსი
10.11.2022

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აფასებს:

„ისინი ვერ იყოფენ ფულს და რადიკალიზმს. ერთმანეთს ეჭიდავებიან, ვინ უფრო რადიკალური იქნება და ამ ნიშას ვინ დაიჭერს. ამ ნიშის დაკავებას რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობის“ გარე ძალებიც ცდილობენ. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, ვინ დახარჯავს მათი ოლიგარქების ფულს და ვინ იქნება ამ სფეროს გამგებელი. ამაზეა დაპირისპირება და როცა ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა, არეულობა მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია. მათი ბუნებაა ჩხუბი, არეულობა, ქაოსი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×