რეზონანსი
10.11.2022

კორეის მხარემ ელექტრონული ტექნოლოგიების დახვეწის საქმეში საქართველოს პარლამენტთან მიმართებაში თავისი წვლილი შეიტანა, იგივე დაპირება მივიღეთ და ეს ძალიან კარგია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, კორეაში შეხვედრებისას საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც ორივე ქვეყანას აწუხებს.

„რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ იმაზეც, რომ მსგავსი გამოწვევები აქვს, ამ ქვეყანას ჩრდილოეთიდან პრობლემები რომ აქვს მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა ამ ქვეყანაში განსხვავება ის არის, რომ შიგნით ისეთი ადამიანები არ არიან, ვინც ეროვნულ ინტერესებზე წინ რაიმეს აყენებენ. ამაზე ბევრი არ გვილაპარაკებია, თუმცა საერთო პრობლემებზე, მსგავს პრობლემებზე ვისაუბრეთ. ასევე, ვილაპარაკეთ გაერო-ში რეზოლუციების მხარდაჭერაზე და საწინააღმდეგო აზრი ან არგუმენტი არ მოგვისმენია და იყო თანხმობაც მსგავს საკითხებზე. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ინვესტიციებზე და იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, მსჯელობა იყო ჩვენი ქვეყნის პიტენციალზე და ამ ქვეყნის ბიზნეს დაინტერესებაზე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×