რეზონანსი
10.11.2022

ხერსონის ოლქიდან რუსეთის უკანდახევა ოპტიმიზმის მიზეზს იძლევა, მაგრამ ნაადრევი დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ჯარების დნეპრის მეორე მხარეს უკანდახევის "ზეიმი ნაადრევია".

"ყოველ ჯერზე, როდესაც რუსები ე.წ. კეთილი ნების ჟესტს აკეთებენ და საკუთარ ძალებს "გადააჯგუფებენ", ეს ხდება უკრაინის ძალიან ეფექტიანი შეიარაღებული ძალების გამო", - განაცხადა საკმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველის თქმით, უკრაინა "არ შეეცდება მტრის აზრების წაკითხვას" და სამომავლო სამხედრო ოპერაციების ორგანიზებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას დაეყრდნობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×