რეზონანსი
10.11.2022

„ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი თავი ამოწურა. მათი ცხრაწლიანი მმართველობის არავითარი შიდაანალიზი, გადააზრება არ მომხდარა. სწორედ ამის შედეგებია დღეს სახეზე, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" არის რღვევა, რაც მოსალოდნელი იყო.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ზოგადად, ითვლება, რომ ქვეყნისთვის სისუსტეა, როცა სუსტი ოპოზიცია ჰყავს.

„რასაკვირველია, მე კარგად ვერ ვერკვევი იმ სიღრმეებში, რაც შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებობდეს და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ზედაპირზეა. ზედაპირზე კი არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ამდენი ხანი ლიდერი ვერ გამოიკვეთა. რეალურად, „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი თავი ამოწურა და შეჭამა. დღეს ისინი ამის შედეგებს იმკიან, ვინაიდან მათი ცხრაწლიანი მმართველობის არავითარი შიდაანალიზი, გადააზრება არ მომხდარა. სწორედ ამის შედეგებია დღეს სახეზე. რა თქმა უნდა, ეს მათი საქმეა, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ყოველთვის ითვლება, რომ ქვეყნისთვის სისუსტეა, როცა სუსტი ოპოზიცია ჰყავს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×