რეზონანსი
11.11.2022

ე.წ. ცხელი შემოდგომაც მიილია, მოდის 2023 წელი და ჩვენ კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში ჩანაწერი გვაქვს, რომ ბარიერი 5% იქნება და იქნება უბლოკო არჩევნები, ამიტომ საინტერესო მოვლენები ჩვენ ჯერ წინ გვაქვს, ოპოზიციის მდგომარეობა ბევრად უფრო დამძიმდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„იმ კვლევებით, რომელიც IRI-იმ გამოაქვეყნა 2 პარტია გადალახავს ამ ბარიერს.ამას გრძნობენ, მაგრამ არჩევნებში წარმატების მიღწევას გარდა იმისა რომ სჭირდება თავდადება, სჭირდება ფულიც, სახსარი, რომელიც ოპოზიციაში არ არის და ამ „სცენაზე“ გამოდის კეზერაშვილი, რომელიც თავის პირობებს კარნახობს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 12 პროცენტი კი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×