რეზონანსი
12.11.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წვერის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში" ორი დაჯგუფება იკვეთება, ერთია კეზერაშვილ-მერაბიშვილის, ხოლო მეორე ახალაიებისა და ნიკანორ მელიას დაჯგუფება.

მისი თქმით, ისეთი პირები ხდებიან თავმჯდომარეობის კანდიდატები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, სინამდვილეში როგორი უშინაარსო პარტიაა დღეს „ნაციონალური მოძრაობა".

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მათი [„ნაციონალური მოძრაობის"] ლიდერები კრიმინალური ისტორიებით გამოირჩევიან. როგორც ჩანს, ახლა შიგნით იკვეთება ორი დაჯგუფება, ერთია კეზერაშვილ-მერაბიშვილის, ხოლო მეორე ახალაიებისა და ნიკანორ მელიასი. ხაბეიშვილი, ჩალაძე, ისეთი პირები ხდებიან თავმჯდომარეობის კანდიდატები, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, სინამდვილეში როგორი უშინაარსო პარტიაა დღეს „ნაციონალური მოძრაობა", დაცლილი ყოველგვარი რესურსისგან", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×