რეზონანსი
13.11.2022

26 წლის კაცს 70 წელს გადაცილებული ქალის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან - შემთხვევა ქარელის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

სავარაუდო დამნაშავეს სამართალდამცველები ორი კვირა ეძებდნენ. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ კი სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროცესი ხაშურში გაიმართა. მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა დაკავებული 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატი ნაირა გიგიტაშვილი ამბობს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ დევს.

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბრს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება 19 137-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×