რეზონანსი
13.11.2022

იმ ფონზე, როდესაც სრული მარცხი და ფიასკო განიცადა ოპოზიციამ საქართველოსი, ისინი ცდილობენ, როგორღაც ახალი ფორმა შეაკოწიწონ - ესაა მთელი ამბავი, რასაც ვადევნებ თვალს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ნაცმოძრაობაში" მიმდინარეო პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა ყველაფერი შენიღბვის მცდელობებია, მათ შორის ახალი საარჩევნო სამუშაო ჯგუფის შექმნა.

„მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ შენიღბონ და რაღაც ფორმა შეუნარჩუნონ იმას, რისგანაც პრაქტიკულად, არავითარი ფორმა აღარ დარჩა", - განაცხადა სარჯველაძემ.

კეზერაშვილი-მერაბიშვილის კლანი თუ ძმები ახალაიებისა და ნიკა მელიას ერთობა - „ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური კრიზისია. „ნაცმოძრაობის" წევრები, ახალი თავმჯდომარის არჩევის წესზე მსჯელობენ. დღეს პარტიის ოფისში ლიდერების საგანგებო შეხვედრაც გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×