რეზონანსი
13.11.2022

სანქციების ფონზე რუსეთში სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტი მწვავდება. ამის გამო გეგმიური ოპერაციები გაურკვეველი ვადით გადაიდება - ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის სამსახურის ცნობებზე დაყრდნობით წერს.

უკრაინული დაზვერვის მთავარი დირექტორატის ცნობით, მედიკამენტების დეფიციტი იწვევს სამედიცინო მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას.

პირად საუბრებში ქირურგები აღიარებენ, რომ წამლების მარაგი მკვეთრად მცირდება, რაც გავლენას ახდენს მთლიან ინდუსტრიაზე. ამავდროულად, მარაგები არ ივსება.

"გეგმიური ოპერაციების დამტკიცებული კალენდარული განრიგი ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს. საჭირო მედიკამენტების მწვავე დეფიციტის გამო, ისინი გაურკვეველი ვადით გადაიდო", - ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, რუსეთში დახმარება გაეწევათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა რეგიონმა უნდა შექმნას მედიკამენტების ხელუხლებელი მარაგი გათვლილი 4 თვეზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×