რეზონანსი
13.11.2022

მთავარი ოპოზიციური პარტია შიდა არჩევნებისთვის ემაზდება. ყველაფერი კი ბრიფინგების ფორმატით საქმის გარჩევით დაიწყო. რა ფორმით, და როდის აირჩევს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ თავმჯდომარეს, ამ კითხვაზეც კი პასუხი ჯერ არ არსებობს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხმის მიცემა ონლაინ მოხდება.

არჩევნებში დადასტურებულად აპირებენ მონაწილეობის მირებას მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე, და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე. თუმცა საბოლოოდ კანდიდატად დასარეგისტრირებლად საჭირო იქნება პოლიტსაბჭოს სულ მცირე სამი წევრის წარდგენა. არაა გამორიცხული, ამ კანდიდატებს უახლოეს დღეებში, კიდევ რამდენიმე დაემატოს. მით უმეტეს, ჯერაც გაურკვეველია, ვის უჭერს მხარს ჯგუფი, რომელმაც არჩევნების დანიშვნა ბრიფინგებით მოითხოვა და მელია საჯაროდ გააკრიტიკა.

ურთიერთპრეტენზიებისა და კრიტიკის მიუხედავად, მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ამ პროცესებმა მთავარ ოპოზიციურ პარტიაში შიდა დემოკრატიაც უნდა გააძლიეროს, ამომრჩეველთან კავშირიც უნდა გაამყაროს, და ზოგადად ხელი შეუწყოს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კიდევ უფრო გაძლიერებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×