რეზონანსი
13.11.2022

ტერორიზმის გზით თურქეთისა და თურქი ერის დაპყრობის მცდელობები დღეს ვერ მიაღწევს თავის მიზანს, როგორც ეს იყო გუშინ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ათათურქის აეროპორტში, ინდონეზიაში გამგზავრებამდე განაცხადა.

„ჩვენი დაჭრილები სწრაფად გადაიყვანეს მიმდებარე საავადმყოფოებში. ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ქვედანაყოფები აგრძელებენ მუშაობას ამ მოღალატეობრივი თავდასხმის მონაწილე დამნაშავეებისა და მათ უკან მდგომების გამოსავლენად. ტერორიზმის გზით თურქეთისა და თურქი ერის დაპყრობის მცდელობები დღეს ვერ მიაღწევს თავის მიზანს, როგორც ეს იყო გუშინ. დაე, ჩვენი ერი დარწმუნებული იყოს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც იმსახურებენ, ყველა ელემენტის გამოვლენით. ციფრი, რომელიც საბოლოოდ ჩვენმა სტამბოლის გუბერნატორმა გამოგვიგზავნა, არის ექვსი გარდაცვლილი, მათგან ოთხი შემთხვევის ადგილზე და ორი საავადმყოფოში. დაშავებულთა რაოდენობა 53-ია. საავადმყოფოებში დაშავებულებს უტარდებათ საჭირო ჩარევები. ამ მოქალაქეებს მალე გაწერენ. ამჟამად, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ეს არის ტერორიზმი, პირველადი გამოძიებების მიხედვით, მაგრამ პირველი ინფორმაცია, რომელიც გუბერნატორმა გადმოგვცა, აქ ტერორის სუნი დგას. ჯერჯერობით, პირველი დასკვნებით, ქალი თამაშობს როლს ამ საქმეში. როგორც ჩვენი სტამბოლის პოლიციის უფროსი, ასევე ჩვენი გუბერნატორი ჩართული არიან და კამერების შესწავლა გრძელდება. იმედია, საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ", - აღნიშნა ერდოღანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×