რეზონანსი
13.11.2022

შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან" ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშში რამდენიმე ევროპარლამენტარების მიერ შეტანილი ცვლილებები შეაფასა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დეპუტატები, რომლებმაც დაბალანსებულ პროექტში შესწორებები შეიტანეს მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და დაბალანსებულ ანგარიშზე თავდასხმა განახორციელეს.

„ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან - თეთრს დავარქვათ შავი და შავს დავარქვათ თეთრი, თითქოს ეს არის რეალობა. ჩვენ ვნახეთ, იყო შემოთავაზება, რომ მეცენატს დავარქვათ ოლიგარქი, ოლიგარქს, რომელმაც თავისი სიმდიდრე ქართული ჯარის ძარცვით შეაგროვა, დავარქვათ მედიამენეჯერი თუ მედიამფლობელი, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი შექმნა და რომელიც ქართველი ხალხის ჩაგვრით იყო დაკავებული, დაარქვათ დემოკრატიის შუქურა და ა.შ. საბოლოო ჯამში ამოტრიალებული რეალობაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან.

ნიშანდობლივია, რომ მეთოდი, რომლითაც ხდება ამ არასიმართლის დამკვიდრების მცდელობა, არის ტიპური ნიუსპიკი, რომელიც [ჯორჯ] ორუელისგან მომდინარეობს. ეს არის მცდელობა თეთრს დავარქვათ შავი, ნათელს სიბნელე, სიბნელეს სინათლე, ტყუილს სიმართლე, სიმართლეს ტყუილი და საბოლოო ჯამში დავაბნიოთ საზოგადოება, ტერმინოლოგიაში დავკარგოთ ისინი. ეს არის ტიპური პროპაგანდა და ერთადერთი რუსეთის სახელმწიფო ვიცი, რომელიც ასეთ პროპაგანდას ეწევა და, რა თქმა უნდა, მძიმე არის იმის ყურება, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსული პროპაგანდის მეთოდებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას საქართველოში", - აცხადებს პაპუაშვილი.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სვენ მიქსერის ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×