რეზონანსი
14.11.2022

უკრაინა ეტაპობრივად ათავისუფლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და მძიმე ბრძოლებისა და გამარჯვების მაღალი ფასის მიუხედავად, ჩვენი სახელმწიფო ამ რთულ გზას მიჰყვება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც დღეს ხერსონში ჩავიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არ სჯერა რუსეთის განცხადებების, რომელიც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება.

„ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მაგრამ მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მთელი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაა. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ახლა ვსაუბრობთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე. ამიტომაც ვიბრძვით რუსული აგრესიის წინააღმდეგ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებს აგრესორის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.

„ჩვენ არ გვაინტერესებს სხვა ქვეყნების ტერიტორია. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია გვაინტერესებს", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×