რეზონანსი
14.11.2022

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან.

„ხერსონში უკრაინის წარმატება ძალიან კარგი ახალი ამბავია. ხერსონი რუსეთის მიერ ოკუპირებული იყო და უკრაინამ აღადგინა კონტროლი. რაც შეეხება შესაძლო მოლაპარაკებებს, ეს შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან. ფინეთი მხარს უჭერს გაეროს როლს. მოლაპარაკებების დრო არის ის, რაც უკრაინამ უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს, მაგრამ ჯერ რუსეთი უნდა გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ევროკავშირის შემდგომ სანქციებს, შეზღუდვების შემდეგი ეტაპი განხილვის პროცესშია. ფინეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ფინეთმა შეძლო უკრაინისთვის ომის დაწყებიდან დღემდე სამხედრო დახმარების 9 პაკეტი გადაეცა. ჩვენ დავაწესეთ მკაცრი შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებზე და ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვა ევროკავშირის დონეზეც საჭიროა ენერგორესურსებზე სანქციების ჩათვლით", - აცხადებს ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×