რეზონანსი
15.11.2022

ვითარება კიდევ უფრო უარესდება, ადამიანი შვებას ვერ ნახულობს - კვლევის შესახებ ექიმები ესაუბრებიან, საქმის კურსშია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა და ვერ გადაადგილდება.

„კვლევა პროცესშია, არ არის დასრულებული. ჩემი თანდასწრებით ახლაც იყვნენ სხვა პროფილის ექიმები მოსულები, კონკრეტულად ტრავმატოლოგები. ვითარება კიდევ უფრო უარესდება, ადამიანი შვებას ვერ ნახულობს ვერც ტკივილის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვერც ტემპერატურის კლების თვალსაზრისით. ადამიანი წოლით რეჟიმზეა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ეს პროცესი იმ ექიმებისთვის, ვინც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს საგანგაშო და დამაფიქრებელია. ადამიანი მარცხენა სახსარს ვერ ამოძრავებს, უჭირს. კვლევის შესახებ ექიმები ესაუბრებიან, საქმის კურსშია, მაგრამ ეს არ არის საბოლოო დასკვნითი ნაწილი, თუ რა მდგომარეობაა",- აღნიშნავს ხერხეულიძე.

კითხვაზე, ესაუბრა თუ არა სააკაშვილს პარტიაში განვითარებულ მოვლენებზე და როგორია მისი გზავნილი, ხერხეულიძე განმარტავს, რომ ის ყოველთვის ერიდება იმ საკითხებზე საუბარს, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ეხება.

"მგონია, ამ ვითარებაში ადამიანები ვერ აცნობიერებენ მდგომარეობას, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. თუ ისინი მას ამ მდგომარეობაში ნახავენ, მეეჭვება ვინმეს გაუჩნდეს ინტერესი, რომ პოლიტიკაზე ისაუბროს. მე ვსაუბრობ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საგანგაშოდ არის ვითარება და არ შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ვითარების გამოყენება. მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შემიძლია გესაუბროთ",- აღნიშნავს ხერხეულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×