რეზონანსი
15.11.2022

კიევსა და კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერისა“ და „ბიბისის“ კორესპონდენტები ავრცელებენ.

ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო, სადაც კიევის თავზე კვამლი ჩანს. კიევში აფეთქების ხმა მდინარე დნიპროს ორივე მხარეს ისმოდა. მანამდე, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საჰაერო შეტევის განგაში.

კიევის მერის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. რამდენიმე რაკეთა კი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. რაკეტების ჩამოვარდნის ადილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურები.

დღესევე, კრივოი როიგისა და ნიკოლაევის ოლქების მეთაურებმა გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×