რეზონანსი
15.11.2022

დეოლიგარქიზაციის ტერმინის შემოტანით საქართველოში უნდა ვაღიაროთ, რომ მოხდა პოლარიზაციის გაღრმავება, რადიკალიზაციის წახალისება, ვინაიდან გარკვეული დაბნეულობა შემოიტანა ტერმონოლოგიური კუთხით, ყველა იყენებს ამას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კანონი იქნას მიღებული, რომელიც დეფინიციას გააკეთებს ოლიგარქის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონის მხრივ ქვეყანა სწორ გზაზე დგას.

„სწორედ ასეთი კანონი, ერთადერთი მაგალითი, რომელიც არსებობს მსოფლიოში და რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა, მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსზე იყო საუბარი, შეაფასა, როგორც კარგი და თქვა, რომ მნიშვნელოვანი იყო ახლა, რომ ამ კანონის იმპლემენტაცია მომხდარიყო. ჩვენ სწორედ ამ გზას მივყვებით და მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზაცია შემცირდეს, ამ თემით სპეკულაცია შემცირდეს, იყოს ცხადად დეფინირებული ტერმინოლოგიურად, რას ნიშნავს ეს, რა შედეგები აქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ჩვენი საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები დამთავრდეს, მიღებულ იქნას კანონი. გადაწყვეტილება, რომ უკრაინული კანონი იქნას გადმოღებული სიტყვა-სიტყვით არის ნაკარნახევი იმით, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს პრაქტიკა მოიწონა და ეს კანონი თავის დროზე შემუშავდა ისე, რომ ვერავინ იტყვის, იქ რაიმე ქართული პოლიტიკური ინტერესები დევს. ვფიქრობ, რომ არ მხრივ სწორ გზაზე ვდგავართ, კიდევ ერთხელ ამ კვირაში გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობა და პარლამენტის საბოლოო შედეგს იხილავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×