რეზონანსი
15.11.2022

ანრი ოხანაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გზავნილებს გამოეხმაურა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვარჰეიმ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროგრესზე ისაუბრა.

„მან მოუწოდა ყველას, პირველ რიგში ოპოზიციას, რომ საჭიროა არა სხვადასხვა ქვეყნებში სიარული, არამედ მაგიდასთან დასხდომა და სამუშაო ჯგუფებში მუშაობა. 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებითაც ბატონმა ვარჰეიმ ისაუბრა პროგრესზე, კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც მზად არიან საქართველოს გაუწიონ მხარდაჭერა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში ორდღიანი ოფიცილაური ვიზიტით იმყოფება. ევროკომისარი უკვე შეხვდა პრემირ-მინიტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×