რეზონანსი
15.11.2022

რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ დაასრულოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ინდონეზიაში G20-ის სამიტზე განხილვის პირველ დღეს განაცხადა.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აგრესიული ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები. ეს არის საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ ვითარებას, როცა შეიძლება მშვიდობაზე საუბარი, მაგრამ ეს არ იქნება რუსეთის მიერ ნაკარნახევი მშვიდობა. უკრაინა ამას არ მიიღებს, მაგრამ - დღეს შეგვიძლია ვთქვათ - არც მსოფლიო საზოგადოება. ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგეს მომენტი, როცა რუსეთი დაინახავს და აღიარებს, რომ ახლა უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ერთ-ერთი მოთხოვნა არის ჯარების გაყვანა", - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, სამიტზე რუსეთს მკაფიოდ აჩვენეს, რომ ეს დაპყრობითი ომი მიუღებელია და საჭიროა გულდასმით განიხილოს მისი გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე შიმშილის საფრთხისა და ენერგიის ფასების თვალსაზრისით და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს უარყოფითი გავლენა. ამასთან, მისი თქმით, ნათლად ითქვა ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზეც.

შოლცის განცხადებით, სამიტის მონაწილეებს აქვთ კონსენსუსი ამ საკითხებზე.

გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია დიალოგის, კონტაქტებისა და საუბრების გაგრძელება ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეები სხვაგვარად ხედავენ ვითარებას.

გერმანიის კანცლერმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებზე, რომ თითქოს ის შოლცს ესაუბრა.

„ის გვერდით დამიდგა და ორი წინადადება მითხრა. სულ ეს იყო საუბარი", - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×