რეზონანსი
16.11.2022

პუტინის დაქირავებულმა პირადმა სამხედროებმა, "ვაგნერის" დაჯგუფების" წევრებმა მალიში ქალები გააუპატიურეს. ინფორმაციას Daily Beast ავრცელებს და წერს, რომ 10-მდე ქალი, რომელთა შორის ყველაზე უმცროსი 15 წლისაა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. გარდა ამისა, ვაგნერელებმა ისინი გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს.

როგორც გამოცემას ერთ-ერთმა დაზარალებულმა ქალმა უამბო, რუსმა სამხედრომ მას თავში იარაღი ჩაარტყა მას შემდეგ, რაც გაშიშვლება მოითხოვა და უარი მიიღო. ამის შემდეგ ქალმა გონება დაკარგა, ხოლო გამოფხიზლებულმა აღმოაჩინა, რომ სრულიად შიშველი, მის მდგომარეობაში მყოფ 5 ქალთან ერთად, მიწაზე იწვა - "ჩვენ გარშემორტყმული ვიყავით თეთრკანიანი ჯარისკაცებით, ზოგიერთ მათგანს ტელეფონები ეჭირა და გვიღებდა ფოტოებს" - ამბობს ძალადობის მსხვერპლი.

ვაგნერის დაჯგუფება მალიში დამხმარე ძალის ფუნქციას ასრულებს, თუმცა მათი მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტია დაფიქსირებული.

ოფიციალურად, მათი მოვალეობა ზედამხედველობაა და არ მოიცავს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას.

ძალადობის ფაქტები კი რომელზეც Daily Beast წერს, სექტემბერში მოხდა. მოწმეები ამბობენ, რომ დარბევა 4 სექტემბერს, დილის 8 საათზე, სოფელ ნია ურაში დაიწყო.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×