რეზონანსი
16.11.2022

როგორც ჩანს, ნიკა მელია პირობას დებდა, რომ იქნებოდა მაქსიმალურად რადიკალური, დამაზიანებელი ამ ქვეყნისათვის და ზურგში დანა ჩაარტყეს, არ აცადეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მე არ ვიცი რას ნიშნავს მელიასთვის ზურგში დანის ჩარტყმა. როგორც ჩანს პირობას დებდა, რომ იქნებოდა მაქსიმალურად რადიკალური, დამაზიანებელი ამ ქვეყნისათვის და ზურგში დანა ჩაარტყეს, არ აცადეს. უფრო რადიკალური და ქვეყნისათვის დამაზიანებელი ვიღაც შეიძლება იყოს და უფრო კარგად განკარგოს ის ფული, რომელიც ოლიგარქების მიერ პარტიისკენ და მათი მედიებისაკენ მიემართება. რაც უნდა ის უქნიათ ერთმანეთისათვის, ქვეყანა არ დააზიანონ მთავარია",- აღნიშნა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ როცა იდეური განსხვავება გაქვს შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, პროგრესსა და განვითარებაზე საუბარი შეუძლებელია, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×