რეზონანსი
16.11.2022

16 წლის მარიამი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიას ებრძოდა, 14 ნოემბერს თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თურქეთის კლინიკაში არსებული დავალიანების გამო, ოჯახს მიცვალებულს არ ატანენ. შვილმკვდარი დედა ახლა საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს და ცდილობს, რომ გადასახდელი 44 000$ ერთიანი ძალებით დაფარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხედარს კლინიკიდან არ გამოატანენ.

„როგორც იცით დავალიანება არის ამჟამად და ბავშვის გადმოსვენება ვერ ხერხდება. თუ არ დავფარეთ 45 000, ბავშვს არ გამოგვატანენ. ანგარიშები დავდეთ, ირიცხება მცირეოდენი თანხები. ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მოგროვდება და არ ვიცი როდის უნდა წავიყვანო ჩემი შვილი. ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია. დავალიანება ისევ რჩება დავალიანებად. საელჩოდან და საკონსულოდან მუდმივად მიკავშირდებიან სოციალური ქსელის საშუალებით, ჩვენ პრობლემა გადაყვანის მხრივ არ გვაქვს, ჩვენ პრობლემა დავალიანების გამო გვაქვს. 54 000$ იყო, თუმცა ფასდაკლება გაგვიკეთეს და 44 000$ დარჩა გადასახდელი. მარიამის ცხედარი არ იყო გაციებული, როდესაც მითხრეს, რომ თუ დავალიანებას არ გადაიხდით, ბავშვს არ გაგატანთო",- აცხადებენ ვიდეომიმართვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×