რეზონანსი
16.11.2022

ქართველი ოპოზიციონერები ოლივერ ვარჰეის ვიზიტს აფასებენ. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ვარჰეი ივანიშვილისათვის ქება-დიდების აღსავლენად და სანქცირების პროცესის დასამუხრუჭებლად ჩამოვიდა.

"ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გუშინ ჩამოვიდა ვიზიტით ივანიშვილის რეჟიმისათვის ქება-დიდების აღსავლენად, რითაც შეეცადა გარკვეულწილად დაამუხრუჭოს სანქცირების გარდაუვალი პროცესი. მივმართავთ უნგრეთის 199 დეპუტატიან პარლამენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტი, გადაყენების პროცედურა თქვენი პრემიერ-მინისტრის, ორბანის წინააღმდეგ, რათა დროულად შეჩერდეს გეოპოლიტიკური ვაჭარის, ორბანის მოღვაწეობა, საქართველოს მოსკოვზე მიყიდვის ხარჯზე პირადი მოგებისა და ბედნიერებისათვის," - განაცხადა ნათელაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×