რეზონანსი
16.11.2022

ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს - განცხადება ამის შესახებ მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

რამდენიმედღიანი კონსულტაციების შედეგად ჩემს მეგობრებთან თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა.

ვიღებ გამოწვევას რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში. ჩემი მიზანია ნაციონალური მოძრაობა დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის, მის ამომრჩეველს მის მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც ნაციონალური მოძრაობა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა.

ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ვარდებს რევოლუციის იდეალები" აცხადებს ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი მეოთხე კანდიდატია, ვინც ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. მის გარდა კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემ. შიდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×