რეზონანსი
16.11.2022

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდავცის ძალებს უკავშირდება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არაა უკრაინის ბრალი.

გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ანალიზი "ვარაუდობს, რომ ინციდენტი სავარაუდოდ გამოწვეული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით, რომელიც გასროლილი იქნა რუსული საკრუიზო რაკეტებისგან უკრაინის ტერიტორიის დასაცავად" - თქვა სტოლტენბერგმა.

მან დაამატა:

"ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ".

სტოლტენბერგის განცხადებით, არ არსებობს "მინიშნება", რომ რაკეტა იყო მიზანმიმართული თავდასხმის შედეგი ან რომ რუსეთი ამზადებს შეტევითი სამხედრო მოქმედებებს ნატო-ს წინააღმდეგ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×