რეზონანსი
16.11.2022

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ქვეყანა პოლონეთს საჰაერო სივრცის პატრულირებაში დახმარებას შესთავაზებს. ამის შესახებ სამინისტროს სპიკერმა მედიასთან გამართულ პრესსკონფერენციაზე ისაუბრა.

"როგორც დაუყოვნებლივი რეაქცია პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე, ჩვენ მას შევთავაზებთ საჰაერო პატრულირების გაძლიერებას, გერმანული Eurofighters-ით. მისია შეიძლება დაიწყოს ხვალიდან, თუ ამის სურვილი პოლონეთს ექნება. რეაქტიული თვითმფრინავების გადატანა პოლონეთში საჭირო არ იქნება, ის შეიძლება აფრინდეს გერმანიის საჰაერო ბაზებიდან და დაბრუნდეს აქ ყოველი მისიის შემდეგ", - თქვა მან.

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი გეგმავს, რომ ამ საკითხზე თავის პოლონელ კოლეგას ესაუბროს. გარდა ამისა, ამავე პრესკონფერენციაზე გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ტელეფონზე ესაუბრა და მას ბერლინის მხარდაჭერა შესთავაზა.

"ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვდგავართ პოლონეთის გვერდით და რა თქმა უნდა არ დავტოვებთ პოლონეთს მარტო ამ სიტუაციაში", - აღნიშნა მთავრობის სპიკერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×