რეზონანსი
20.11.2022

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში პოლიტიკური კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც გადის რეზოლუცია სახელწოდებით „ნატო ახალ სტრატეგიულ ერაში". სამუშაო ვერსიაში, ჩანაწერი არის საქართველოს თაობაზე და პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა. ეს ასამბლეა დასრულდება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლები ეტყვიან ყველას, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება, რომ ვერცერთი მესამე სახელმწიფო ასპირანტი სახელმწიფოების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ვეტოს ვერ დაადებს. როდესაც გვქონდა შეხვედრები, ყველამ დააფიქსირა, რომ შეცდომა იყო 2008 წელს საქართველოს ნატოში არმიპატიჟება და რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ქმედით ნაბიჯებს დგამენ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×