რეზონანსი
20.11.2022

მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4 063 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს Colliers Georgia-ს მიერ Recov.ge-ზე უძრავი ქონების განახლებულ მიმოხილვაზე დაყრდნობით.

კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ოქტომბერში უბნების მიხედვით, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 17%-ით, ფართო ცენტრში - 11%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-ით გაიზარდა. ამასთან, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მათი ცნობით, საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა ამ პერიოდში 41%-ით, 221 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. „ახალ პროექტებში ტრანზაქციების 32%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი.

ოქტომბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 117%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 83%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 10%-ით გაიზარდა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×