რეზონანსი
30.11.2022

დღეს სასამართლო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე აღმკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. ადვოკატები ბრალდებულების პატიმრობის გადაწყვეტილების გირაოთი შეცვლას ითხოვენ. უფლებადამცველების განმარტებით, ამ ეტაპზე მათი ციხეში დატოვების საფუძველი არ არსებობს.

"თუ თეორიული შანსები დაპატიმრებისათვის პირველ ეტაპზე არსებობდა, ამ განვლილი თითქმის  ორ თვიანი ვადის განმავლობაში, ეს თეორიული არგუმენტები ფაქტობრივად, უკვე აღარ არსებობს. შესაბამისად, დაცვის შუამდგომლობა იქნება სასამართლოში, რომ გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულ ფურცხვანიძის მიმართ, ვინაიდან, მისი მხრიდან, არანაირი საფრთხე არ არის მოსალოდნელი, მისი თავისუფლებაში ყოფნა არანაირ რისკებს არ შეიცავს გამოძიებისათვის," - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ იმ დოზის საფუძვლები, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში იმყოფებოდეს, არ არსებობს.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირია დაკავებულია. მათ გამოძიება სხვადასხვა დანაშაულს ედავება - მათ შორის სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და ყალბი დოკუმენტის დამზადებას ედავება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×