რეზონანსი
02.12.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 13 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ მიხაილო პოდოლიაკის მიერ გაჟღერებული მონაცემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჯერ არ დაუდასტურებიათ.

ივნისში პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე ყოველდღიურად 100-დან 200-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპებოდა.

„ჩვენ გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასება, მთავარსარდლის ოფიციალური შეფასება და დაღუპულთა რაოდენობა 10 000-12 500-დან 13 000-მდე მერყეობს", - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.

30 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×