რეზონანსი
02.12.2022

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, რომ დეკემბერში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალი იქნება.

„დეკემბრის პირველი კვირა ცივი და ნალექიანი იქნება. ზოგადად კი, ნალექების რაოდენობა თვის განმავლობაში კლიმატურ ნორმასთან შედარებით ნაკლებია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ დეკემბრის თვეში შესაძლოა 17-20 გრადუსამდე მოიმატოს.

აღმოსავლეთ საქართველოშიც თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნომრასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალია და ცალკეულ დღეებში შეიძლება 16 გრადუსამდე მოიმატოს. ღამის საათებში, შესაძლოა უარყოფითი ტემპერატურაც დაფიქსირდეს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×