რეზონანსი
02.12.2022

რასაც ვგულშემატკივრობ არის, რომ მალე დასრულდეს ეგ გაუგებრობა, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, გულშემატკივრობს, რომ მალე დასრულდეს ეს გაუგებრობა.

„წარმოდგენა არ მაქვს, მელია რაზე ლაპარაკობს და ვინმე თუ ​გამოსაჩენია, გამოჩნდეს, ერთმანეთში თუ რამეა სალაპარაკო, დაილაპარაკონ და გაარკვიონ. რასაც ვგულშემატკივრობ არის, რომ მალე დასრულდეს ეგ გაუგებრობა. ერთადერთი, რაც მაინტერესებს ის არის, რომ ჩემთვის გასაგები იყოს, ვის უნდა ველაპარაკო „ნაციონალურ მოძრაობაში", მათ შორის თუნდაც იგივე ერთობაზე, ერთიან კოორდინაციაზე და ასე შემდეგ. დანარჩენი, შიდა, მართლა არ ვიცი, ჩემი მილიონი პრობლემა მაქვს და იქ, კულისებში რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებული მოვლენები ოპოზიციაზე თუ იქონიებს გავლენას, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა:

„მგონი, მაგას ისედაც აქვს გავლენა. ნებისმიერი ეგეთი ამბავი, რომელიც გამოდის შემდეგ გარეთ, ისედაც აჩენს გაუგებრობის განცდას. მგონია, ოპოზიციის ერთობასთან ახლა ეგეც არის, გარედან ჩანს, რომ დაქსაქსულობაა. მით უმეტეს, როდესაც მსხვილი ოპოზიციური პარტიის შიგნით ეგეთი ამბავია, შეუძლებელია, პოზიტიურად მოქმედებდეს რამეზე", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×