რეზონანსი
02.12.2022

დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „ემპათიას“ დასკვნაზე ისაუბრა, რომელიც სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლეს სჭირდება არგუმენტები და არა ვარაუდები.

„მე სააკაშვილს არ და ვერ ვუთანაგრძნობ, არ შემიძლია, მაგრამ ვინაიდან ვრჩები ადამიანად და ვარ ექიმი, ვცდილობ შევინარჩუნო ობიექტურობა. არც მისი დიაგნოზებია, არც ერთ აქ ჩამოთვლილ პუნქტებს დასაბუთება არ აქვს, იმ სიმპტომებს, ამიტომ ეს არის ბოლი, ჩვეულებრივი კვამლი და არასერიოზული მიდგომა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ემოციებისთვის აგებული.

როდესაც ვიღებ ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზას და ვხედავ, რომ პაციენტი მძიმეა, მკვლელობის საქმეს გადავდებ გვერდზე, მოვაცდევნებ, რომ იმ ადამიანს მართლა რამე არ გაურთულდეს და არ დაიღუპოს. ყველაფერი გადადებული მაქვს, რომ მას ვუშველო. კარგი, დამატებითი კვლევა გააკეთე, ერთი, ორი, სამი, ოთხი, არსად არგუმენტი არ ნახე, ანუ ეძებდი, რომ იქნებ კიდევ რამე გამოვიდეს. 

მას რა ჭირს ვერ ვიტყვი, საეჭვოა, რატომ იცით? ამ 6 თვეში ნუთუ ვერაფერი ნახე ისეთი, რომ ამბობ, რომ კუჭის ბიოფსია გერმანიაში ტარდება. საქართველოში რამდენი წელია ტარდება კუჭის ბიოფსია, ეს რაღა პრობლემა გახდა? ტვინის სითხეო - საქართველოში არ იკვლევენ? ჩვეულებრივად იკვლევენ, თუ რაღაც განსაკუთრებულია, იგზავნება ლაბორატორიებში, ოღონდ აღებული უნდა იყოს სწორად. დავუშვათ რენტგენოგრამას ვუკეთებ პატიმარს, მივიყვანე, აუცილებლად მე თვითონ ვესწრები, რომ ნამდვილად მისია, რომ მას არ ჰქონდა მონეტა, არ დაადებს და ფილტვზე ჩრდილი არ გამოჩნდება. ეს იცით რამდენი რამეა. ის, რომ აქ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური კვლევა, მე ამან გამაკვირვა, ერთგან ვიხუმრე კიდეც, თუ პუტინის პირადი პატიმარია, მაშინ რადიაქტიული ნივთიერებები უნდა იყოს-თქო და აქ დაუწერიათ კიდეც, იქნებ რადიაქტიულიც არისო.

რაც თავში მოგივა, ყველაფერი ჩაყრილია აქ. არც ერთი პოზიცია არ არის არგუმენტირებული და ეს რატომ არის იცით ცუდი? ერთი, რომ საზოგადოებისთვის ამდენთვიანი კვდება, კვდება, კვდებაა და არაფერს არ აძლევს, მეორე - მოსამართლემ აქ რა უნდა იმსჯელოს? მოსამართლეს სჭირდება არგუმენტები და არა ვარაუდები. მოსამართლემ აქედან რა უნდა გააკეთოს?

როდესაც იცი დასკვნა როგორ დაწერო, წესია ასეთი, იქ არ უნდა იყოს არც ერთი სამედიცინო ტერმინი, თუ სამედიცინო ტერმინია, მაგალითად ინტოქსიკაცია, ფრჩხილებში უნდა ჩაუწერო მოწამვლა, იმიტომ, რომ მოსამართლე არის იურისტი და აქ მუშაობ იურისტისთვის. ეს არის წესი ჩვენს სპეციალობაში და აუცილებლად უნდა იყოს გასაგები, ლიტერატურას მივუთითებ, რა გამოვიყენე, თუ რაღაცაში დარწმუნება უნდა. მოსამართლეს სჭირდება არგუმენტაცია. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შენ რასაც ეუბნები, ეს დასაბუთებულია. კონკრეტულ პათოლოგიას კონკრეტული დასაბუთება სჭირდება. აქ მსგავსი არ არის“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა "პოსტვ"-ის ეთერში.

ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილი ბრალდებულია, მას გადავადება ვერ გაუკეთდება, გამორიცხულია. ნახევარ სააკაშვილს ვერ გაუკეთებ გადავადებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×