რეზონანსი
03.12.2022

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირის საბჭოს თანახმად, აღნიშნული ზომა ძალაში 5 დეკემბრიდან შევა.

„რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვა შეზღუდავს ფასების ცვალებადობას, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული საბაზრო პირობებით და მკვეთრად შეამცირებს შემოსავალს, რომელსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვისგან იღებდა უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიული ომის გაჩაღების შემდეგ. ეს ასევე ხელს შეუწყობს ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების სტაბილიზებას და მესამე ქვეყნების ენერგომომარაგებისთვის ნეგატიური შედეგების შემსუბუქებას”, - წერია განცხადებაში.

ზედა ზღვარი შესაძლოა, დროდადრო გადაიხედოს, რათა საბაზრო ვითარებას მოერგოს, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე აწესებს 90-დღიან გადასვლით პერიოდს, ფასის ზედა ზღვარის ყოველი ცვლილების შემდეგ, რათა ყველა ოპერატორის მიერ ზედა ფასის თანმიმდევრული გამოყენება უზრუნველყოს.

ცნობისთვის, 2022 წლის 6 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობისა (2022 წლის 5 დეკემბრიდან) და ნავთობპროდუქტების (2023 წლის 5 თებერვლიდან) საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვის შესახებ, ასევე ამასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების, საბროკერო მომსახურებისა და ფინანსური დახმარების მიწოდების აკრძალვის შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×