რეზონანსი
03.12.2022

ჩვენ 2013 წლიდან არაერთი პროგრამა შევიმუშავეთ და ვთავაზობთ ჩვენს ფერმერებს, რათა მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული, აწარმოონ უფრო მეტი და უფრო ხარისხიანი პროდუქცია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მზარდია ყოველწლიურად იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ პროგრამებით ინტერესდება.

„ჩვენ ამ პროგრამების ფარგლებში ფაქტობრივად მთელი ღირებულებათა ჯაჭვის მოცვა შევძელით. პროდუქციის პირველადი წარმოება, გადამუშავება, შემნახველი საწარმოები, მარკეტინგი, ბრენდირება და პროდუქციის რეალიზაცია. მთელ სპექტრში ვეხმარებით ჩვენს ფერმერებსა და მეწარმეებს იმისთვის, რომ ისინი გახდნნ უფრო კუნკურენტ უნარიანები.

მაგალითად პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ჩვენ შევძელით, რომ დაახლოებით 20 ათასი ჰექტარი ახალი, ინტენსიური ბაღი გაგვეშენებინა ქვეყანაში და ყოველწლიურად მზარდია ამ პროგრამის მიმართ მოთხოვნა. თუ პირველ წლებში ჩვენ დაახლოებით 900-1000 ჰექტარი ბაღის გაშენებას ვაფინანსებდით, მაგალითად შარშან ჩვენ დავაფინანსეთ 3600 ჰექტარი ბაღის გაშენება და ეს პროცესი გრძელდება დღესაც. შევეხები ასევე შემნახველი საწარმოების პროექტს, რომელიც ასევ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში 80-ზე მეტ გადამამუშავებელ საწარმოს მივეცით დაფინანსება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×