რეზონანსი
04.12.2022

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, სადაც დღეს 5 ქართველი დაიღუპა, დაჭრილ მეთაურთან და უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად კვლავ ალყაში სხვა ქართველებიც არიან.

„მეტრონომის“ ინფორმაციით, 15 ქართველი, უკრაინელ მებრძოლებთან ერთად, ბახმუტში ამ დრომდე ალყაში არიან და აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. ასევე ალყის გარღვევას ცდილობენ უკრაინული არმიის სხვა დანაყოფებიც, რათა დაჭრილები და დაღუპულები გამოიყვანონ ტერიტორიიდან.

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

„მეტრონომი“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×