რეზონანსი
04.12.2022

ირანში ანტისახელისუფლებო გამოსვლების ფონზე, მორალის პოლიცია უქმდება. როგორც Al-jazeera იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლოსთან". ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები 22 წლის ქურთი გოგონას - მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, თეირანის ზნეობის პოლიციამ ის 13 სექტემბერს დააკავა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გოგონა გარდაიცვალა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცუდად გახდა განყოფილებაში, საიდანაც ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და სწორედ იქ გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაკავების დროს სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.

ირანის ხელისუფლებლის განცხადებით, საპროსტესტო აქციების განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 200 ადამიანი დაიღუპა, არასამთავრობოების მტკიცებით კი, 2 დეკემბრის მონაცემებით, ირანში მოკლულია 496 ადამიანი, მათ შორის 64 არასრულწლოვანი. ამასთან, დაკავებულია 18 000-ზე მეტი დემონსტრანტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×