რეზონანსი
04.12.2022

აშშ-ის სადაზვერვო სამსახური მიიჩნევს, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ნელდება და, სავარაუდოდ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად ასე გაგრძელდება.

სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა, ევრილ ჰეინემა აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების უმეტესი ნაწილი ამჟამად აღმოსავლეთ უკრაინის ბახმუტისა და დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ბრძოლა მას შემდეგ შენელდა, რაც გასულ თვეში რუსეთმა ხერსონის რეგიონის დასავლეთიდან ჯარები გაიყვანა.

"ჩვენ ვხედავთ კონფლიქტის ერთგვარ შემცირებულ ტემპს და ჩვენ ველით, რომ ასე გაგრძელდება უახლოეს თვეებში", - თქვა მან.

ჰეინემა ასევე თქვა, რომ ორივე მხარე შეეცდება გაზაფხულზე ნებისმიერი კონტრშეტევისთვის "მომარაგდეს და ძალები აღიდგინოს".

"ჩვენ, რეალურად საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, თუ რამდენად იქნება რუსეთი ამისთვის [ომის გაგრძელებისთვის] მზად. უკრაინელებზე უფრო ოპტიმისტურად ვფიქრობ", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ახლა ყველაზე ცხელი ვითარება ბახმუტთან და სოლედარშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×