რეზონანსი
04.12.2022

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი მჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან მყოფებოდა. მათთან ერთად იყო ომბუდსმენიც.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტისგან მიიღეს წერილობითი თანხმობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროვების შესახებ.

„რამდენიმე წუთიანი კომუნიკაცია მქონდა. უბრალოდ ვუთხარი, რომ მოსულები არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. ასევე მისგან მივიღეთ წერილობითი თანხმობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ. სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა მისი სასჯელის მოხდისგან დროებითი გათავისუფლების თუ გადავადების თაობაზე. სახალხო დამცველი განიხილავს ამ პროცესში ინტერვენციას", - განაცხადა ლომჯარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×