რეზონანსი
04.12.2022

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ, რომელიც სან-პაოლოს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პელე აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის გზავნილები და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების თამაშის ყურებას მას ენერგიას აძლევს.

„მეგობრებო, მინდა ყველანი დაგამშვიდოთ. ძლიერად ვარ, ძალიან იმედიანად და როგორც ყოველთვის, მივყვები მკურნალობას. მინდა მადლობა ვუთხრა მედპერსონალს მზრუნველობისთვის. ღმერთის მწამს და სიყვარულის თითოეული გზავნილი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ ენერგიით მავსებს. ისევე როგორც ბრაზილიის თამაშის ყურება მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პელე მკურნალობას განაგრძობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. აქვე ნათქვამია, რომ ფეხბურთელის ორგანიზმი კარგად პასუხობს რესპირატორული ინფექციის მკურნალობას.

82 წლის პელე კლინიკაში სამშაბათს, საღამოს მოხვდა. ხუთშაბათს მან განმარტა, რომ ეს გეგმური ვიზიტი იყო.

2021 წლის სექტემბერში პელეს სიმსივნე ამოკვეთეს. მას შემდეგ ის კლინიკებში რეგულარულად დადის და მკურნალობას აგრძელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×